მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობის აღწერა ერთდღიანი

E. One-day census
Rus. Однодневная перепись населения
ქვეყნის მოსახლეობის აღწერა, რომელიც ერთი დღის განმავლობაში ტარდება. მოსახლეობის აღწერა ერთდღიანის მიზანია მოსახლეობის „მომენტალური სურათის“ მიღება, რომელიც მუდმივად იცვლება დაბადებათა და გარდაცვალებათა შედეგად. ამასთან, ჩვეულებრივ მოსახლეობის გამოკითხვა და სააღწერო ფურცლების შევსება წინასწარ წარმოებს, ხოლო აღწერის დღეს აღმწერები ხელახლა შემოივლიან სახლებს, ამოშლიან გარდაცვლილებს და ჩაწერენ დაბადებულებს. ამით ცნობები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ დაიყვანება მოსახლეობის აღწერის კრიტიკული მომენტის მდგომარეობამდე. ერთდღიანი მოსახლეობის აღწერა რთულია ჩვეულებრივზე, ვინაიდან საჭიროებს ყოველი ოჯახის ორჯერად შემოვლას და შესაბამისად აღმწერების დიდ რიცხვს.

პირველი მოსახლეობის აღწერა ერთდღიანი ჩატარებულ იქნა ბელგიაში 1846 წელს ადოლფ კეტლეს ხელმძღვანელობით, რომელსაც ეკუთვნის ერთდღიანი აღწერის იდეა.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9