მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობის აღწერის ინსტრუმენტარი

E. Census tool
Rus. Инструментарий переписи населения
დოკუმენტთა ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია მოსახლეობის შესახებ მონაცემების შეკრებისა და წინასწარი შედეგების შეჯამებისათვის.

ასეთ დოკუმენტებად მიიჩნევენ:

1) მოსახლეობის აღწერის ფურცლებს, გამოკვლევის ბლანკებს და მოსახლეობის აღწერის პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ბლანკებს;

2) მონაცემთა შეკრების ორგანიზებისა და აღრიცხვის სისრულის უზრუნველყოფისათვის საჭირო დოკუმენტებს;

3) შედეგების შეჯამებისათვის საჭირო მასალებს, წინასწარი შედეგების ჩათვლით.

ასხვავებენ ძირითად და დამხმარე მოსახლეობის აღწერის ინსტრუმენტარს. ძირითადს მიეკუთვნება პროგრამით გათვალისწინებულ კითხვებზე პასუხების ჩაწერისათვის საჭირო ბლანკები და ინსტრუქცია მათი შევსებისათვის. დანარჩენი ინსტრუმენტარი მიჩნეულია დამხმარედ.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9