მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობის აღწერის მასალები

E. Census materials
Rus. Материалы переписи населения
პირველადი ან კრებსითი მონაცემები, რომლებიც მიიღება მოსახლეობის აღწერის შედეგად.

განასხვავებენ:

1) საკუთრივ პირველად მოსახლეობის აღწერის მასალებს – აღწერის ფურცლებს ან სხვა დოკუმენტებს, რომლებიც შეიცავენ ცნობებს ცალკეული ადამიანის ან ოჯახის შესახებ. ისინი წარმოადგენენ იმ საფუძველს, რომელთა დამუშავების შედეგად მიიღება ცნობები მოსახლეობის რაოდენობის, შემადგენლობის, განლაგებისა და აღწარმოების შესახებ;

2) მოსახლეობის აღწერის მასალების დამუშავების შედეგები – სხვადასხვა სახის კრებსითი მონაცემები მოსახლეობის შესახებ, რომლებიც წარმოდგენილია ცხრილების სისტემით და შეიცავენ სტატისტიკურ მონაცემებს მოსახლეობის შესახებ.

ზოგჯერ მოსახლეობის აღწერის მასალებს უწოდებენ იმ დოკუმენტების ერთობლიობას, რომელიც დაკავშირებულია მოსახლეობის აღწერის ორგანიზებასთან.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9