მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობის აღწერის მასალების დამუშავება

E. Processing of population census data
Rus. Разработка материалов переписи населения
მოსახლეობის აღწერისას ცალკეული პირების ან ოჯახების შესახებ მიღებული ცნობების გარდაქმნა კრებსით, განზოგადებულ მაჩვენებელთა ერთობლიობაში, რომლებიც მოსახლეობის ან მის ცალკეულ ჯგუფს ახასიათებს. მოსახლეობის აღწერის მასალების დამუშავება წარმოადგენს ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა სისტემას შეკრებილ ცნობათა დამუშავებისათვის მომზადების, კოდირებისა და კრებსით მონაცემთა დათვლისათვის. მოსახლეობის აღწერის მასალების დამუშავება ხორციელდება მისი პროგრამის შესაბამისად. მოსახლეობის აღწერის მასალების დამუშავება წარმოებს ორ ეტაპად. პირველი ეტაპი – მასალის მომზადება ავტომატიზებული დამუშავებისათვის. ის გულისხმობს აღწერის ფურცლებში არსებულ ცნობათა ისეთ მდგომარეობაში მოყვანას, რომ გამოსადეგი აღმოჩნდეს გამოთვლითი ტექნიკის საშუალებებით დამუშავებისათვის. მეორე ეტაპი – გამოთვლითი ტექნიკის საშუალებებით კრებსითი მონაცემების დათვლა.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9