E. Outline of the processing of census dataRus. Разрез разработки материалов переписи населения რომელიმე ერთი ნიშნის მიხედვით მოსახლეობის თვისებრივად ერთგვაროვანი ჯგუფების ნაკრები, რომლისთვისაც მოსახლეობის აღწერის მასალების დამუშავებისას ღებულობენ თანამოსახელე ცხრილებს კრებსითი მონაცემებით. ანსხვავებენ ტერიტორიულ და თემატურ მოსახლეობის აღწერის მასალების დამუშავების ჭრილს. ტერიტორიული ახასიათებს მოსახლეობის შემადგენლობას ცალკეული ტერიტორიის მიხედვით, ხოლო თემატური – მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების სოციალურ-დემოგრაფიულ შემადგენლობას (მაგ., სქესის, ასაკის, ეროვნების და სხვ. მიხედვით) როგორც წესი, ორივე ჭრილი შეთავსებით გამოიყენება.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)