მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა

E. Natural movement of population
Rus. Естественное движение населения
დაბადებათა და გარდაცვალებათა ერთობლიობის განზოგადებული ტერმინი, რომელიც ცვლის მოსახლეობის რაოდენობას.

ტერმინი „მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა“ წარმოიქმნა XIX ს. მეორე ნახევარში გერმანულ სტატისტიკურ ლიტერატურაში, რომელშიც ასხვავებდნენ მოსახლეობის მდგომარეობას და მოსახლეობის მოძრაობას. უკანასკნელი, თავის მხრივ, იყოფოდა ბუნებრივ მოძრაობად (დაბადებები, სიკვდილი) და მექანიკურ მოძრაობად (ჩამოსვლები, გასვლები). მოსახლეობის ბუნებრივ მოძრაობას მიაკუთვნებდნენ აგრეთვე ქორწინებებსა და განქორწინებებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უშუალოდ არ ცვლიდნენ მოსახლეობის რაოდენობას. მოგვიანებით ტერმინი გამოიყენებოდა ძირითადად შობადობისა და მოკვდაობის მაჩვენებლების მიმართ.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9