E. Population surveyRus. Обследование населения რომელიმე ტერიტორიის მცხოვრებთა ნაწილისაგან ცნობათა შეკრება მათი შემადგენლობის, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული პროცესებისა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით. მოსახლეობის გამოკვლევას ატარებენ იმ სახის ზუსტი ცნობების მიღებისათვის, რომლებიც შეუძლებელია ან მიზანშეწონილი არ არის მიღებულ იქნას მოსახლეობის აღწერისას ან მიმდინარე აღრიცხვისას. მოსახლეობის გამოკვლევის მიზანია მოსახლეობის აღწარმოების კომპონენტებისა და ფაქტორების, ცხოვრების პირობების, დემოგრაფიული ქცევის სახეობებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა. მოსახლეობის აღწერისაგან განსხვავებით, მოსახლეობის გამოკვლევა ეხება მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს და წარმოადგენს შერჩევით კვლევას. შერჩევა იმ სახით წარმოებს, რომ მისი შედეგები ასახავდეს მთელ მოსახლეობას. მოსახლეობის გამოკვლევის მიზნებიდან გამომდინარე, შეიძლება გამოკითხულ იქნას როგორც მოსახლეობის ყველა ჯგუფი, ისევე მისი ცალკეული კატეგორია (მაგ. რეპროდუქციული ქცევის შესწავლისას ძირითადად მიღებულია ფერტილური ასაკის ქორწინებაში მყოფი ქალების გამოკითხვა). მოსახლეობის გამოკვლევა შეიძლება იყოს ერთჯერადი, ტარდებოდეს პერიოდულად, პანელური. გამოჰყოფენ ასევე ანამნეზურ მოსახლეობის გამოკვლევას. გამოკვლევების მიზნებიდან და პროგრამიდან გამომდინარე, მოსახლეობის გამოკვლევის მასშტაბები განსხვავდება. შერჩევის მოცულობა შეიძლება იცვლებოდეს ასიდან ათიათასობით ადამიანამდე.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)