მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობის განვითარების მართვა

E. Management of population development
Rus. Управление развитием народонаселения
სოციალური მართვის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა, მოსახლეობაზე საზოგადოების აქტიური ზემოქმედების კონკრეტულ-ისტორიული ხერხი, რომლის მიზანია მისი განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაში სასურველი რაოდენობრივი და თვისებრივი პარამეტრების ფორმირება ან შენარჩუნება. მოსახლეობაზე ამა თუ იმ ზომით ზემოქმედების ცდები შეიმჩნევა ისტორიული განვითარების მთელ მანძილზე. დემოგრაფების ნაწილს მოსახლეობის განვითარების მართვის კონკრეტულ ღონისძიებათა სისტემა დაჰყავს მოსახლეობის პოლიტიკის ცნებამდე, ხოლო ზოგჯერ მოსახლეობის განვითარების მართვაში იგულისხმება დემოგრაფიული პროცესების სოციალური განსაზღვრულობა.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9