მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობის პოლიტიკა

E. Population policy
Rus. Политика народо населения
სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული პოლიტიკა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის განვითარებაზე ზემოქმედება.

მოსახლეობის პოლიტიკა მოიცავს:
1) ზემოქმედებას მოსახლეობის აღწარმოებაზე;
2) მოსახლეობის მიგრაციისა და ტერიტორიული სტრუქტურის რეგულირებას;
3) ზემოქმედებას მოზარდი თაობის სოციალიზაციის პროცესზე;
4) შრომის პირობების გარკვეული კომპლექსის რეგულირებას;
5) ზემოქმედებას მოსახლეობის ყველა ფენის ცხოვრების ზოგად პირობებზე.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9