E. Global challenges of populationRus. Глобальные проблемы народонаселения თანამედროვეობის დემოგრაფიულ პრობლემათა ერთობლიობა, რომელიც ეხება მთელი კაცობრიობის ინტერესებს და რომელთა გადაწყვეტაზე დამოკიდებულია თანამედროვე ეპოქის შემდგომი სოციალური პროგრესი. მოსახლეობის გლობალური პრობლემების რიცხვს ეკუთვნის მოსახლეობის სწრაფი მატება განვითარებად ქვეყნებში და დეპოპულაციის საშიშროება განვითარებულ ქვეყნებში. არაკონტროლირებადი ურბანიზაცია განვითარებად ქვეყნებში და მსხვილი ქალაქების კრიზისი განვითარებულ ქვეყნებში, სტიქიური მიგრაცია, განსაკუთრებით გარე, რომელსაც ზოგჯერ მოსდევს პოლიტიკური ურთიერთობის გამწვავება რიგ ქვეყნებს შორის და სხვა. მოსახლეობის გლობალური პრობლემები ან გამწვავებული თანამედროვე მსოფლიო დემოგრაფიული ვითარება შეადგენენ გლობალური პრობლემების განუყოფელ, ორგანულ ნაწილს. ტერმინი „გლობალური პრობლემები“ შემოტანილ იქნა მეცნიერულ ლიტერატურაში XX ს. 60-იანი წწ. ბოლოს და 70-იანი წწ. დასაწყისში „რომის კლუბის“ მეცნიერთა ნაშრომებიდან.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)