მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობის ეკოლოგია

E. Population ecology
Rus. Экология народонаселения
მეცნიერული მიმართულება, რომელიც იკვლევს მოსახლეობასა და გარემოს შორის პირდაპირ და უკუკავშირებს, არკვევს იმ მიზეზებს, რომლებიც ხელს უწყობენ მოსახლეობის ქცევის შეცვლას სხვადასხვა სოციალურ-ეკოლოგიურ სიტუაციაში. გამოყოფენ გარემოს ეკოლოგიურ, დემოგრაფიულ, სამედიცინო-ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა თავისებურებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსახლეობაზე. ურთიერთკავშირის გაგება გარემოს ხარისხსა და იმ პროცესებს შორის, რომლებიც მიმდინარეობენ საზოგადოებასა და მოსახლეობაში, არსებობდა ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში, ინდოეთში, ძველ საბერძნეთსა და ძველ რომში. მოგვიანებით ამ მიმართულებით აღსანიშნავია შ. მონტესკიეს, ლ. ფოიერბახის, შ. ფურიეს, რ. ოუენის, ფ. რატცელის, ჟ. ბრიუნის და სხვათა შრომები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკელი მეცნიერების რ. პარკისა და ე. ბერჯესის შრომებს, რომლებმაც 1921 წელს შემოიღეს „ადამიანის ეკოლოგიის” ცნება.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9