მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობის თეორია

E. Population theory
Rus. Теория народонаселения
მეცნიერულ ცოდნათა სისტემა, რომელიც იძლევა ერთიან წარმოდგენას მოსახლეობაზე. შეისწავლის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის განვითარებას შორის ურთიერთკავშირებსა და ურთიერთქმედებას. ხსნის მოსახლეობის განვითარებისა და კონკრეტული დემოგრაფიული პროცესების კანონებსა და კანონზომიერებებს. მოსახლეობის თეორიის ძირითადი პრობლემებია: მოსახლეობის როლის გარკვევა საზოგადოების პროგრესში, მოსახლეობის განვითარებისა და მისი ცალკეული პროცესების სოციალურ-ეკონომიკური განპირობებულობის შესწავლა; საზოგადოებრივი განვითარების კანონების გავლენის როლის დადგენა მოსახლეობაზე; დემოგრაფიული პროცესების კანონზომიერებების შესწავლა: მოსახლეობის განვითარებასა და კონკრეტულ დემოგრაფიულ პროცესებში სოციალურისა და ბიოლოგიურის, ცნობიერისა და სტიქიურის თანაფარდობა და სხვ. შორის ურთიერთობის გარკვევა.

მოსახლეობაში რაოდენობრივ და თვისებრივ ცვლილებათა შორის ურთიერთკავშირის ახსნის ცდები, საზოგადოების განვითარების მთლიან პროცესში და მის ცალკეულ მხარეებთან კავშირში, ცნობილია უძველესი დროიდან.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9