| | |
1) ადამიანის, ცოლ-ქმრის მიერ გადაწყვეტილების მიღება ოჯახის ზომის შესახებ, კერძოდ ოჯახში ბავშვების გარკვეული რაოდენობის ყოლის შესახებ და ამ გადაწყვეტილების განხორციელებისაკენ მიმართული ქცევა.
ოჯახის დაგეგმვა ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირებით განისაზღვრება, რომელიც წარმოებს კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდისა და აბორტების გამოყენების მეშვეობით.
ოჯახის დაგეგმვა ხელს უწყობს ბავშვების სასურველი რაოდენობის ყოლას, არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას, პროტოგენეტიკური და ინტერგენეტიკური ინტერვალების არჩევასა და დაცვას.
ოჯახის დაგეგმვის შედეგად მცირდება ჩვილთა მოკვდაობა, მტკიცდება დედისა და ბავშვის ჯანმრთელობა, კლებულობს მეორადი უნაყოფობა.
2) ზოგიერთ ქვეყანაში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ოჯახის დაგეგმვაში იგულისხმება ოჯახის დაგეგმვის სპეციალური პროგრამები, რომელიც ცნობილია აგრეთვე „შობადობის კონტროლის“ სახელწოდებით. ასეთი პროგრამების ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რომელიც მიმართულია ოჯახში ბავშვთა შობის შეზღუდვისაკენ.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |