მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობის მატების პოტენციალი

E. Population growth potential
Rus. Потенциал прироста населения
მოსახლეობის აღწარმოების კომპონენტების წვლილის მაჩვენებელი მოსახლეობის მომავალ მატებაში მისი სტაბილიზაციის პერიოდის განმავლობაში. განისაზღვრება თეორიული მოსახლეობისათვის, რომელსაც დროის რომელიმე საწყისი მომენტიდან შობადობისა და მოკვდაობის უცვლელი ფუნქციები აქვს, იგივე მომენტის რეალური მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით. თეორიული მოსახლეობის არჩევა დამოკიდებულია მოსახლეობის მატების პოტენციალის გაანგარიშების მეთოდზე. ფრანგი დემოგრაფის ჟ. ბურჟუა-პიშას მიერ შემოთავაზებული მეთოდიკის შესაბამისად, მოსახლეობის მატების პოტენციალის გაანგარიშებისათვის გამოიყენება სტაციონარული მოსახლეობა. ეს განპირობებულია იმით, რომ მოსახლეობის მატების ნულოვანი კოეფიციენტის შემთხვევაში მოსახლეობა რაოდენობრივად იქამდე მატულობს, ვიდრე რეალური მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა სავსებით არ უპასუხებს მოცემული სტაციონარული მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმს. „მოსახლეობის მატების პოტენციალი“-ის ცნება დემოგრაფიაში შემოტანილ იქნა 1945 წელს ფრანგი მეცნიერის პ. ვენსანის მიერ.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9