E. Population movementRus. Движение народонаселения მოსახლეობის ამა თუ იმ რაოდენობრივი და თვისებრივი მახასიათებლების ცვლილება. მოსახლეობის თეორიაში ანსხვავებენ მოსახლეობის მოძრაობასა და მოსახლეობის განვითარებას. ტერმინი „მოსახლეობის მოძრაობა“ გამოიყენება ზოგადად მოსახლეობის ცვლილების აღსანიშნავად, ხოლო ტერმინი „მოსახლეობის განვითარება“ გამოხატავს მოსახლეობაში რაოდენობრივ და თვისებრივ ცვლილებათა ისეთ პროცესს, რომელსაც რომელსაც შეესაბამება მისი ერთი თვისებრივი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)