მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობის მსოფლიო აღწერა

E. World Population Census
Rus. Всемирная перепись населения
მსოფლიოს ცალკეული ქვეყნების მოსახლეობის აღწერების ერთობლიობა, რომლებიც ერთ დროსა და ერთიანი პრინციპით ტარდება.

მოსახლეობის აღწერების ჩატარების შესახებ ზოგადი რეკომენდაციები გამომუშავებულ და განხილულ იქნა საერთაშორისო სტატისტიკურ კონგრესებზე ჯერ კიდევ XIX ს. შუა პერიოდში და შეთანხმებულ და მიღებულ იქნა კონგრესის სესიაზე 1872 წელს პეტერბურგში. 1897 წლის პეტერბურგის საერთაშორისო სესიაზე მიღებულ იქნა წინადადება ჩაეტარებინათ მოსახლეობის მსოფლიო აღწერა 1900 წელს, მაგრამ ეს წინადადება ვერ იქნა რეალიზებული, ისევე როგორც მოგვიანებით მიღებული რეკომენდაცია მოსახლეობის მსოფლიო აღწერის ჩატარების თაობაზე 1940 წელს. მოსახლეობის მსოფლიო აღწერის ჩანაფიქრის რეალიზაცია შესაძლებელი გახდა გაერო-ს შექმნის შემდეგ, რომელმაც მოუწოდა ყველა ქვეყანას ჩაეტარებინათ მოსახლეობის აღწერები იმ წელს, რომელიც მთავრდებოდა 0- ზე ან მასთან ახლოს მყოფ ციფრზე. ყოველი ათწლეულის დასაწყისში გაერო უშვებს დოკუმენტს. რომელშიც მიცემულია მოსახლეობის აღწერის ჩატარების პრინციპები და რეკომენდაციები. უმრავლეს ქვეყნებში მოსახლეობის აღწერები ჩატარდა 1960, 1970, 1980, 1990, 2000 ან წლებში, რომლებიც დაბოლოებული იყო ან 9 ან 1-ზე.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9