მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

„მოსახლეობის ნულოვანი მატება“

E. Zero population growth (ZPG)
Rus. „Нулевой прирост населения“
დემოგრაფიული კონცეფცია. რომლის თანახმად მოსახლეობის რაოდენობის მატების შეწყვეტის აუცილებლობა და შესაძლებლობა როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ისევე მთლიანად მსოფლიოში დაკავშირებულია შობადობის საყოველთაო კონტროლთან. ამ კონცეფციის მომხრეები დემოგრაფიული პოლიტიკის მისნად მიიჩნევენ შობადობის შემცირებას მოკვდაობის დონემდე (მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის მიუხედავად) ასეთ შემთხვევაში მოსახლეობის მატებას არ ექნება ადგილი. „მოსახლეობის ნულოვანი მატება“ თავის დასახელებას სწორედ აქედან იღებს. მის მისაღწევად საჭიროდ მიიჩნევენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ფართოდ გავრცელებას, მკაცრ ადმინისტრაციულ ზომებს, პროპაგანდასა და ა.შ. რიგ ქვეყნებში (აშშ. დიდი ბრიტანეთი და სხვ.) „მოსახლეობის ნულოვანი მატება“-ის მიღწევა გამოცხადებულ იქნა ოფიციალურ სახელმწიფო პოლიტიკად მოსახლეობის სფეროში. „მოსახლეობის ნულოვანი მატება“-ის კონცეფცია ფორმულირებულ იქნა 1960-იანი წლების შუა პერიოდში ამერიკელი დემოგრაფის დ. ბოუგის მიერ. „მოსახლეობის ნულოვანი მატება“ ძირითადად განკუთვნილი იყო განვითარებადი ქვეყნებისათვის, იქ, სადაც აღინიშნება მოსახლეობის მაღალი ბუნებრივი მატება, თუმცა არ გამორიცხავდა მის გამოყენებას განვითარებულ ქვეყნებში.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9