E. Population sizeRus. Численность населения ადამიანების რიცხვი რომელიმე მათ ერთობლიობაში, რომელიც განიხილება როგორც მოსახლეობა. ასხვავებენ თეორიულ მოსახლეობის რაოდენობას, რომელიც გამოიყენება დემოგრაფიულ ანალიზსა და დემოგრაფიულ მოდელებში (მაგ. სტაბილური მოსახლეობა) და ფაქტობრივ მოსახლეობის რაოდენობას (რომელიმე ტერიტორიის, ქვეყნის, რაიონის და ა.შ.) მოსახლეობის რაოდენობა დაბადებათა და გარდაცვალებათა გამო მუდმივად იცვლება. დემოგრაფიაში მოსახლეობის რაოდენობა განიხილება როგორც დემოგრაფიული პროცესებისა და მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურისა (ჩაკეტილი მოსახლეობა) და მიგრაციის (ღია მოსახლეობა) ურთიერთქმედების შედეგი. მოსახლეობის რაოდენობა გამოიყენება დემოგრაფიული კოეფიციენტებისა და რიგი სხვა მაჩვენებლების გაანგარიშებისას. მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ მიიღება მოსახლეობის აღწერისას, ხოლო აღწერებს შორის პერიოდში – მიმდინარე აღრიცხვის მონაცემთა საფუძველზე.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)