E. Estimation of population sizeRus. Оценка численности населения მთელი ქვეყნის ან მისი ნაწილის მცხოვრებთა მიახლოებითი რიცხვის განსაზღვრა მოსახლეობის აღწერის ჩატარების გარეშე. მოსახლეობის რაოდენობის შეფასებას აწარმოებენ მოსახლეობის ბოლო აღწერის საფუძველზე. შეფასებისას ითვალისწინებენ მონაცემებს დაბადებათა, გარდაცვალებათა და მიგრაციის რაოდენობის შესახებ.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)