E. Current computation of population size and structureRus. Текущие расчеты численности и состава населения მოსახლეობის აღწერებს შორის პერიოდში მიმდინარე აღრიცხვის მონაცემთა საფუძველზე მოსახლეობის საერთო რაოდენობისა და შემადგენლობის გაანგარიშება. გაანგარიშებათა ბაზად გამოიყენება მოსახლეობის აღწერის, დემოგრაფიულ შემთხვევათა მიმდინარე აღრიცხვისა და მოსახლეობის მიგრაციის მიმდინარე აღრიცხვის მონაცემები. სქესისა ლა ასაკის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობის გაანგარიშებებს საფუძვლად უდევს მოსახლეობის აღწერის მონაცემები ერთწლიანი ასაკობრივი ინტერვალით. გაანგარიშებებს აწარმოებენ ასაკგადაწევის მეთოდის ან ინტრაპოლაციის გამოყენებით.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)