მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობის რუკები

E. Population maps
Rus. Карты народонаселения
მოსახლეობის ტერიტორიული განლაგების, განსახლების, მისი შემადგენლობისა და აღწარმოების, გადაადგილებისა და სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებების ამსახველი რუკები. მოიცავს მოსახლეობის შესახებ სხვადასხვა რაოდენობრივ და თვისებრივ მაჩვენებლებს. თავისი შინაარსით მოსახლეობის რუკები მეტად ტევადია და მრავალფეროვანი ცნობების წყაროს წარმოადგენს. მოსახლეობის რუკები რამდენიმე სახეობად შეიძლება დაჯგუფდნენ.

მოსახლეობის ტერიტორიული განლაგების რუკები ასახავენ მოსახლეობის რაოდენობასა და მოსახლეობის სიმჭიდროვეს. განსახლების რუკები აჩვენებენ დასახლებათა ტიპებს და მათ ტერიტორიულ სისტემას. დემოგრაფიული რუკები ასახავენ მოსახლეობის აღწარმოებას. მოსახლეობის შემადგენლობას სქესისა და ასაკის მიხედვით, ქორწინებით მდგომარეობას და ოჯახურ შემადგენლობას, მოსახლეობის ბუნებრივ მოძრაობასა და მიგრაციას. ეთნოგრაფიული რუკები მიუთითებენ მოსახლეობის ეროვნულ შემადგენლობაზე, ცალკეული ხალხის განსახლებაზე, მათ ყოფაზე, მოსახლეობის რასობრივ და ანთროპოლოგიურ დახასიათებაზე. მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური რუკები ახასიათებენ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ შემადგენლობას, შრომით რესურსებს, მოსახლეობის ცხოვრების დონესა და სხვა.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9