E. Sanitary culture of populationRus. Санитарная культура населения სოციალური ჰიგიენისა და სამედიცინო პროფილაქტიკის სფეროში ცოდნისა და მიღწევათა ერთობლიობა და მოსახლეობის მიერ შესაბამისი ჰიგიენური და პროფილაქტიკური წესების შესრულება. მოსახლეობის სანიტარული კულტურის მაღალი დონე ხელს უწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას. მოსახლეობის სანიტარული კულტურის დონე დაკავშირებულია მოსახლეობის საერთო კულტურული განვითარების დონესთან.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)