E. Population densityRus. Плотность населения მოცემული ტერიტორიის დასახლებულობის დონე. გამოისახება საერთო ფართობის ერთეულზე (1 კმ²-ზე) მუდმივად მცხოვრებთა რაოდენობით. მოსახლეობის სიმჭიდროვის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება დიდი ფართობის შიგა წყლის სივრცე. შეიძლება ცალ-ცალკე განისაზღვროს ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებლები.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)