E. Territorial formation of populationRus. Формирование населения территориальное გარკვეული ტერიტორიის მოსახლეობის წარმოქმნა და დინამიკა. ქვეყნისა და რაიონის ფარგლებში მოსახლეობის ტერიტორიული ფორმირების წყაროებს წარმოადგენენ: მოსახლეობის აღწარმოება და მიგრაცია, აგრეთვე ადმინისტრაციული გარდაქმნები. მოსახლეობის ტერიტორიული ფორმირების შესწავლა გულისხმობს აღნიშნული წყაროების, სტრუქტურისა და დინამიკის ანალიზს და მათ გავლენას მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მახასიათებლებზე.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)