| | |
გამოყოფენ მოსახლეობის შემადგენლობას (სტრუქტურა) ასაკის, სქესის, ეთნოსის, ენის, ეროვნების, ოჯახური და ქორწინებითი მდგომარეობის, რასის, რელიგიისა და სხვა ნიშნების მიხედვით.
მოსახლეობის შემადგენლობა (სტრუქტურა) დროის გარკვეული მომენტისათვის არის წინა პერიოდის დემოგრაფიული პროცესის ინტენსივობის ცვალებადობის შედეგი. ამავე დროს მოსახლეობის შემადგენლობაზე (სტრუქტურა) არის დამოკიდებული მოსახლეობის რაოდენობის შემდგომი ცვალებადობა, ვინაიდან ამა თუ იმ პროცესის ინტენსივობა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფში განსხვავებულია.
ზოგიერთი მეცნიერი ანსხვავებს „მოსახლეობის შემადგენლობისა“ და „მოსახლეობის სტრუქტურის“ ცნებებს და მათ არაიდენტურად მიიჩნევს. მოცემულ ლექსიკონში აღნიშნული ცნებები იდენტურია.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |