ადამიანთა განაწილება სხვადასხვა სიდიდის, შემადგენლობისა და ტიპის ოჯახების მიხედვით. მოსახლეობის შემადგენლობა (სტრუქტურა) ოჯახური გამოიხატება ოჯახების დაჯგუფებით ამა თუ იმ მახასიათებლების მიხედვით (ოჯახის წევრთა რაოდენობა, ოჯახში ბავშვების რაოდენობა და სხვა) და აგრეთვე ამ მახასიათებლებით ყველა ოჯახის წევრების დაჯგუფებით. საყოველთაოდ მიღებული მოსახლეობის შემადგენლობა (სტრუქტურა) ოჯახურის მაჩვენებელთა სისტემა არ არსებობს. ის დამოკიდებულია მოსახლეობის აღწერის პროგრამაზე და მოსახლეობის აღწერის მასალების დამუშავების პროგრამაზე. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მოცემულ ქვეყანაში მიღებულ ოჯახის განმარტებას.
მოსახლეობის შემადგენლობა (სტრუქტურა) ოჯახური პირდაპირ ან ირიბად განიცდის პრაქტიკულად ყველა დემოგრაფიული პროცესისა და ცხოვრების პირობების მთელი ერთობლიობის გავლენას, რომელთა ზემოქმედების შედეგად მიმდინარეობს ეს პროცესები.
მოსახლეობის შემადგენლობა (სტრუქტურა) ოჯახური უნდა განვასხვაოთ ოჯახის შემადგენლობისაგან, რომელიც გულისხმობს ერთი ოჯახის წევრების განაწილებას დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური ნიშნების მიხედვით.