E. Vocational structure of populationRus. Профессиональный состав населения შრომის დანაწილების საფუძველზე მუშაკების განაწილება პროფესიების მიხედვით, რომელიც გულისხმობს ადამიანების მომზადებას გარკვეული სამუშაოს შესრულების, მათ მიერ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებისათვის. მოსახლეობის შემადგენლობა (სტრუქტურა) პროფესიულის დემოგრაფიული ასპექტის შესწავლა ითვალისწინებს შრომის ფსიქოფიზიოლოგიური განსხვავების აღრიცხვას სქესის მიხედვით, ჯანმრთელობისათვის მავნე პროფესიებისა და წარმოების სახეობების კლასიფიკაციასა და აღრიცხვას და სხვა. დემოგრაფიაში მოსახლეობის შემადგენლობა (სტრუქტურა) პროფესიული გამოიყენება პროფესიულ დაავადებათა და მოკვდაობის შესწავლისათვის.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)