„ოჯახის დაგეგმვის“ ცნების მსგავსია. ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირება გულისხმობს ადამიანის, ცოლ-ქმრის მიერ ოჯახში ბავშვების გარკვეული რაოდენობის ყოლას. ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირება მიიღწევა ნებელობითი აქტივობის გზით, რომელიც ობიექტივაციის ნიადაგზე წარმოებს. XVIII ს-მდე თვითონ არჩევის იდეა, ის აზრი, რომ საკუთარი სურვილის მიხედვით შეიძლება მეტი ან ნაკლები ბავშვის გაჩენა, საერთოდ წარმოუდგენელი იყო იმ დროინდელი ადამიანისათვის.
მოკვდაობის შემცირებამ, მაღალი შობადობის პირობებში, გამოიწვია მოსახლეობის სწრაფი ზრდა. ბავშვთა შობის ასეთი მაღალი ინტენსივობა უკვე აღარ იყო საჭირო მოსახლეობის აღწარმოებისათვის, მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ბავშვთა შობის ასეთი მაღალი დონე არ იყო საჭირო ოჯახისთვისაც.
ამ დროიდან იწყება ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირება, ბავშვთა შობის შეზღუდვა, რომლის ძირითადი საშუალება ხდება რეპროდუქციული ციკლის ბუნებრივ თანმიმდევრობაში ნებელობის შეჭრა, მისდამი ქცევის დაქვემდებარება, ორსულობის არიდება და შეწყვეტა და რაც მთავარია – იმდენი ბავშვის ყოლის შესაძლებლობა, რამდენიც სურს ოჯახს (ადამიანს).