E. Population sex structureRus. Состав населения по полу მოსახლეობის განაწილება მდედრობითი და მამრობითი სქესის ადამიანების მიხედვით. იზომება მოსახლეობაში ან მის ჯგუფებში მამაკაცებისა და ქალების წილით (პროცენტით), ან მამაკაცების რიცხვით, რომელიც მოდის ყოველ 100 (1000) ქალზე. მოსახლეობის შემადგენლობა (სტრუქტურა) სქესობრივი ყალიბდება სქესთა რაოდენობის თანაფარდობით დაბადებისას და ქალებისა და მამაკაცების მოკვდაობის განსხვავებით.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)