რეპროდუქციული ქცევის შედეგი, რომელსაც მოჰყვება ოჯახში ბავშვების ბევრი რაოდენობის ყოლა.
მრავალშვილიანობა შეიძლება იყოს იმპულსური დონის რეპროდუქციული ქცევის შედეგი, როდესაც „ბავშვების ყოლის მოთხოვნილება“ გაუცნობიერებელია და არ წარმოებს ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირება. ასეთ დროს ქალი აჩენს იმდენ ბავშვს, ფიზიოლოგიურად რამდენის გაჩენის უნარიც შესწევს. რასაც შეიძლება მრავალშვილიანობა მოჰყვეს. წარსულში არსებული მაღალი მოკვდაობისას მრავალშვილიანობა ობიექტურად იყო საჭირო. ამიტომ ის აისახა ტრადიციებში, რელიგიურ ნორმებში და სხვ. ამის შემდეგ მრავალშვილიანობას ეს უკანასკნელნი უზრუნველყოფდნენ.
მას შემდეგ, რაც მოკვდაობის დონემ დაიკლო და მრავალშვილიანობა აღარ იყო იმდენად საჭირო როგორც წარსულში, გავრცელდა აეშვირება შობის შიგაოჯახური რეგულირება. ასეთ დროს „ბავშვების ყოლის მოთხოვნილება“ უკვე გაცნობიერებულია, ხოლო რეპროდუქციული ქცევა სოციალურ დონეზე მიმდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, წინასაგან განსხვავებით, მრავალშვილიანობა სხვადასხვა მოტივით გამოწვეული, გაცნობიერებული მისწრაფების შედეგია.