ბავშვთა შობის სიხშირის გრაფიკული გამოსახულება. ჩვეულებრივ გამოიხატება ასაკთან, ქორწინების ხანგრძლივობასთან ან ინტერგენეტიკურ ინტერვალთან დამოკიდებულებაში. მრუდები შობადობისა განსაზღვრის სფერო შეზღუდულია ფერტილური პერიოდით ან ქორწინების ხანგრძლივობით ამ პერიოდის საზღვრებში.
საერთო შობადობის მრუდს ასაკთან დამოკიდებულებაში, ფერტილური პერიოდის ფარგლებს გარეთ, ყველა ასაკში აქვს ნულის მნიშვნელობა. ასაკთან ერთად ფუნქციის მნიშვნელობა ჯერ მკვეთრად მატულობს, ხოლო შემდეგ თანდათან მცირდება ნულამდე. ამ მრუდს მაქსიმალური მნიშვნელობა აქვს 20-30 წლისათვის ქალების შემთხვევაში და რამდენადმე უფროსი ასაკის მამაკაცების შემთხვევაში.
საერთო შობადობის მრუდისაგან ასაკთან დამოკიდებულებაში, რომელიც ზემოთ იყო განხილული, განსხვავებით სხვანაირი გამოსახულება აქვს როგორც საქორწინო და ქორწინებაგარეშე შობადობის მრუდებს ასაკთან დამოკიდებულებაში, ისევე საქორწინო შობადობის მრუდს ქორწინების ხანგრძლივობასთან დამოკიდებულებაში.