მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მშო

მშობიარობა

E. Childbearing (1); Labor (2)
Rus. Роды
ორსულობის დამამთავრებელი რთული ფიზიოლოგიური პროცესი, როდესაც საშვილოსნოს რიტმული შეკუმშვის შედეგად დედის ორგანიზმიდან გამოიდევნება ნაყოფი და მისი მომყოლი. განარჩევენ დროულ მშობიარობას, რომელიც იწყება ნაყოფის ჩასახვიდან 10 სამთვარეო თვის ანუ 40 კვირის ბოლოს (დასაშვები მერყეობა 14 დღეა); ნაადრევს – როცა იბადება მოუმწიფებელი, მაგრამ სიცოცხლისუნარიანი ნაყოფი – 28 კვირიდან 40 კვირამდე და დაგვიანებულს, როცა იბადება გადამწიფებული ნაყოფი – ჩასახვიდან 40-41 კვირის შემდეგ.

პირველი ბავშვის მშობიარობისას დედის ოპტიმალურ ასაკად ითვლება 20-24 წელი, მეორესი – 25-29.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9