ორი და მეტი ბავშვის (ტყუპების) დაბადება ერთი მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს. მშობიარობა მრავალნაყოფიანი სიხშირის მიმართ გამოვლენილია შემდეგი კანონზომიერება: ერთნაყოფიან დაბადებათა რაოდენობა ისე შეეფარდება ორნაყოფიან დაბადებათა რაოდენობას, როგორც ორნაყოფიან დაბადებათა რაოდენობა სამტყუპის გაჩენას, ხოლო სამტყუპის გაჩენა – ოთხნაყოფიან დაბადებას და უდრის 80 (ე.ი. 80 ერთნაყოფიან დაბადებაზე მოდის ერთი ორნაყოფიანი დაბადება და ა.შ.) შობადობის დონის შესწავლისას გასათვალისწინებელია, რომ მშობიარობათა რაოდენობა არ არის დაბადებული ბავშვების ტოლი.
ზემოთ აღწერილი ზოგადი კანონზომიერება მნიშვნელოვნად განსხვავდება ეთნიკური და რასობრივი ნიშნის მიხედვით. აღმოსავლეთ აზიის ხალხებში მშობიარობა მრავალნაყოფიანი შედარებით მცირეა (მაგ., იაპონელებში ყოველ 1000 მშობიარობაზე იბადება 5 ტყუპი), ევროპის მოსახლეობაში საშუალოდ 1000 მშობიარობაზე მოდის 10 ტყუპი, სამხრეთ ინდოეთში 1000-ზე მოდის 35, ხოლო ნიგერიის ზოგიერთ ხალხში 1000-ზე 50 მშობიარობა მრავალნაყოფიანი მოდის.