სოციოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ოჯახს, როგორც ადამიანთა ერთობლივი ცხოვრების ფორმას, მის ფუნქციებს, ოჯახში პიროვნებათაშორის ურთიერთობებს, პიროვნების მოტივაციის მდგრადობას ქორწინებისადმი. ოჯახის სოციოლოგია მჭიდრო კავშირში იმყოფება დემოგრაფიასთან.
განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ საკითხები, რომლებიც ეხება ქორწინებისა და ოჯახის წარმოშობას, ქორწინებისა ღა ოჯახის ფორმირების ევოლუციას, ოჯახისა და მისი ფუნქციების მდგომარეობას საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ოჯახისა და საზოგადოების ურთიერთკავშირს და სხვა.