ბა ბე ბი ბრ ბუ
ბაბ ბავ

ბავშვთაცენტრიზმი

E. Childcentrism
Rus. Детоцентризм
მშობლების დამოკიდებულება ბავშვებისადმი თანამედროვე ოჯახში, რომელიც გულისხმობს მშობლების პასუხისმგებლობას ბავშვების კეთილდღეობისადმი. ძველი ოჯახის ცენტრში იმყოფებოდა მამის ავტორიტეტი. თანამედროვე ოჯახის ცხოვრება დამოკიდებულია ბავშვებსა და მათ მომავალზე. ამასთან, ბავშვთაცენტრიზმი შედარებით ახალი მოვლენაა, რომელიც უცხოა წარსული ეპოქის ოჯახებისათვის. ბავშვთაცენტრიზმის განვითარების შედეგად წინა პლანზე გამოდის მშობლების პასუხისმგებლობა შვილებისადმი, მათი სიცოცხლისადმი, ჯანმრთელობისადმი, განათლებისადმი, მომავლისადმი და სხვა. ბავშვთაცენტრიზმს გააჩნია დემოგრაფიული შედეგები. დემოგრაფების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ბავშვთაცენტრიზმი იწვევს ბავშვთა შობის ინტენსივობის შემცირებას.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9