და დე დი დრ დღ
დედ დევ დეზ დეი დემ დეპ

დემოგრაფიული კომპენსაცია

E. Demographic compensation
Rus. Компенсация демографическая
მოვლენა, რომლის არსი ის არის, რომ ზოგიერთი მიზეზის გამო გადადებული (ან უფრო მოკლე ვადებში დაჩქარებული), თაობის სიცოცხლეში მომხდარი დემოგრაფიული შემთხვევები, რომლებიც არღვევენ მათი დადგომის ბუნებრივ მსვლელობას, ამ მიზეზების გაქრობის შემდეგ მიმდინარეობენ მომატებული (ან შემცირებული) ინტენსივობით. ასეთი მდგომარეობა განაპირობებს კომპენსაციურ ეფექტს.

დემოგრაფიული კომპენსაციას საფუძვლად უდევს მოსახლეობის შესაბამისი დემოგრაფიული კონტინგენტებით ამოწურვა ან შევსება. მაგ., დაქორწინება შესაძლებელია ქორწინებაში არმყოფი პირებისათვის; ბავშვის გაჩენა – იმ ოჯახებში, რომლებშიც უკანასკნელი წლის მანძილზე არ იყო ახალდაბადებული. როდესაც არსებობს ზოგიერთი პირობა, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე ხელს უშლის ამა თუ იმ სახის დემოგრაფიული შემთხვევის მოხდენას, მაშინ მოსახლეობაში წარმოებს იმ პირთა დიდი რაოდენობის დაგროვება, რომლებისთვისაც ასეთი დემოგრაფიული შემთხვევები შესაძლებელია. ხელშემშლელი პირობების აცილებისას ეს დემოგრაფიული შემთხვევები ერთბაშად ადამიანთა დიდ რაოდენობაში ხდება. ამას მოჰყვება გარკვეული დემოგრაფიული მაჩვენებლების მკვეთრი ამაღლება, რასაც თავის მხრივ მოსდევს შესაბამისი კონტინგენტების ამოწურვა. ამის შედეგად მაჩვენებლის ამაღლებას მოჰყვება მისი შემცირება. დემოგრაფიული კომპენსაციის მაგალითს წარმოადგენს შობადობისა და ქორწინების ზოგადი კოეფიციენტების ამაღლება ომის შემდგომ წლებში. დემოგრაფიული კომპენსაცია პირველად XIX ს. ბოლოს ფრანგმა პიერ ემილ ლევასიერმა აღწერა.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9