ბა ბე ბი ბრ ბუ
ბინ ბიო ბიძ

ბინადრობა

E. Inhabitation
Rus. Проживание
დღევანდელობის თვალსაზრისით ნიშნავს ერთ ადგილზე ხანგრძლივად ცხოვრებას. ისტორიული თვალსაზრისით – საზოგადოების ისეთ საფეხურს, როცა მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოების მოხეტიალე ცხოვრება შეცვალა ერთ ადგილზე დამკვიდრებულმა ცხოვრებამ.

ბინადრობის დაწყება ემთხვევა ახალი ქვის ხანას, მომდევნო ეპოქაში, ე-წ. ენეოლითის საფეხურზე ბინადრობა უფრო მყარი გახდა.

ბინადრობის მოვლენა განპირობებული იყო: საზოგადოებრივი წარმოების განვითარების ხანგრძლივი და რთული პროცესებით, როცა ადამიანი თავის სასარგებლოდ თანდათან ეუფლებოდა ბუნებრივ მწარმოებლურ ძალებს და სოციალური განვითარებისა და ორგანიზაციის განსაზღვრული ფორმით (ჩამოყალიბებული გვაროვნული საზოგადოება გვარტომობრივი ცხოვრების ტერიტორიულ-ეგზოგამიური ფორმებითა და ფარგლებით).

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9