E. BiosphereRus. Биосфера დედამიწის გარსი, რომლის სტრუქტურა და ენერგეტიკა არსებითად ცოცხალი ორგანიზმების წარსულით ან თანამედროვე მოქმედებით არის განპირობებული. მოიცავს ატმოსფეროს ნაწილს, ჰიდროსფეროს და ლითოსფეროს ზედა ფენას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ნივთიერებათა და ენერგიის ცვლის რთული გეოქიმიური ციკლებით. ტერმინი „ბიოსფერო“ 1875 წელს შემოიღო ავსტრიელმა გეოლოგმა ე. ზიუსმა. ზოგადი მოძღვრება ბიოსფეროს შესახებ შექმნა ე. ვერნადსკიმ XX ს. 20-30-იან წლებში.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)