ტრადიციულისაგან განსხვავებით, მოდიფიცირებულ ვარიანტში, დამატებით შეტანილ იქნა სტანდარტი 15-I9 წლის ასაკობრივი ჯგუფისათვის – 224‰, რაც შესაბამისი არსებული მდგომარეობის უფრო ზუსტად ასახვის შესაძლებლობას იძლევა.
ბუნებრივი შობადობის ჰიპოთეზური მინიმუმი მოდიფიცირებული ვარიანტისა და ბორისოვის მოდიფიცირებული ინდექსის გასაანგარიშებლად იგივე ფორმულებია გამოსადეგი, რაც ბუნებრივი შობადობის ჰიპოთეზური მინიმუმისა და ბორისოვის ინდექსის ტრადიციული ვარიანტებისათვის. ბუნებრივი შობადობის ჰიპოთეზური მინიმუმი მოდიფიცირებული მეთოდისათვის 15-19 წლის ასაკობრივი ჯგუფის სტანდარტი შემოთავაზებულ იქნა ე. გაჩეჩილაძის, გ. მელაძისა და გ. წულაძის მიერ 1998 წელს.