E. Excess population (Overpopulation)Rus. Перенаселение ჭარბმოსახლეობა, ჭარბი მოსახლეობა. მოსახლეობის გარკვეული სიჭარბე არსებობის საშუალებათა წარმოების მოცემულ წესთან შედარებით. გადამეტმოსახლეობა ინდუსტრიამდელ ეპოქაში დაკავშირებული იყო მოსახლეობის ბუნებრივ მატებასთან, მის აბსოლუტურ ზრდასთან. ინდუსტრიულ ეპოქაში იწყება გადამეტმოსახლეობის ახალი სახეობის აღმოცენება შრომისუნარიანი გადამეტმოსახლეობა, რომელიც უშუალოდ არ განისაზღვრება მოსახლეობის აღწარმოების პარამეტრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ანსხვავებენ აბსოლუტურ და შეფარდებით გადამეტმოსახლეობას.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)