გა გე გვ გო
გად გამ გან გარ გაუ

გამოკითხვა

E. Inquiry
Rus. Опрос
გამოსაკითხ პირთაგან ინფორმაციის მიღების მეთოდი. გამოკითხვა გამოიყენება სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და სხვა კვლევებისას. გამოკითხვის მიზანია: ინფორმაციის მიღება ინდივიდუალური და საზოგადოებრივი აზრის და მოვლენების, აგრეთვე ობიექტური ფაქტების, შემთხვევების, პროცესების და სხვ. შესახებ.

გამოსაკითხ პირებს წერილობით ან ზეპირად ეძლევათ კითხვები, რომელთა ფორმულირება ერთნაირია ყველა გამოსაკითხისათვის, წინასწარ არის დადგენილი და გაერთიანებულია გამოკვლევის თემით.

გამოკითხვისას მკვლევარსა და გამოსაკითხ პირს შორის მყარდება უშუალო (ინტერვიუ) ან გაშუალებული (ანკეტირება) ურთიერთკავშირი.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9