E. Population settlementRus. Расселение населения ტერიტორიაზე მოსახლეობის განაწილებისა და გადანაწილების პროცესი და მისი შედეგი – დასახლებათა ქსელი. „მოსახლეობის განსახლება“-ის ცნება შეიცავს მოსახლეობის განლაგებას, დასახლებული ადგილების ფუნქციურ-ტერიტორიულ ურთიერთკავშირებს და მოსახლეობის მიგრაციას. მოსახლეობის განსახლება წარმოადგენს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პროცესს, რომელიც ასახავს საზოგადოების ცხოვრების ბევრ მხარეს. ფაქტორთა ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს მოსახლეობის განსახლებას ქვეყნის ტერიტორიაზე, იყოფა სამ დიდ ჯგუფად: სოციალურ-ეკონომიკური, ბუნებრივი და დემოგრაფიული. მოსახლეობის განსახლების ძირითადი კანონზომიერებაა განსახლების ფორმებისა და წარმოების წესისა და საწარმოო ძალების განვითარების დონის შესაბამისობა. მოსახლეობის განსახლება იცვლება დროისა და ადგილის მიხედვით. უძველეს დროიდან ჩვენს ეპოქამდე მან განვითარების რთული გზა განელო. მოსახლეობის განსახლების მთავარი ელემენტია დასახლებული პუნქტი. არსებობს ორი ძირითადი კატეგორიის დასახლებული პუნქტი – ქალაქი და სოფელი. ამის შესაბამისად წარმოიქმნება მოსახლეობის განსახლების ორი ფორმა – საქალაქო და სასოფლო. მოსახლეობის განსახლების ერთიან სახეს ქმნის არა მარტო ამ ორი ძირითადი ფორმის შეთანაწყობა, არამედ აგრეთვე მათ შიგნით არსებული სხვაობანი და განლაგების სიხშირე. დასახლებები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მდებარეობით, მოსახლეობის რაოდენობით, ფუნქციური დანიშნულებით, გარეგნული სახითა და სხვა ნიშნებით.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)