ტერიტორიულად მთლიან და ფუნქციურად ურთიერთდაკავშირებულ დასახლებათა ერთობლიობა. განსახლების სისტემა ხასიათდება როგორც მასში შემავალ დასახლებათა პარამეტრებით, ასევე დასახლებებს შორის არსებული სოციალურ-ეკონომიკური კავშირებით და შემადგენლობით. განსახლების სისტემა ამოსავალი ცნებაა მოსახლეობის განსახლების კვლევისას.
დემოგრაფიული მიდგომა განაპირობებს დასახლებათა შორის მოსახლეობის სხვადასხვა ხასიათის გადაადგილების (შრომითი, კულტურულ-ყოფითი, რეკრეაციული და სხვა) გამოყოფასა და შესწავლას. რომელიმე განსახლების სისტემის დასახლებათა შორის კავშირების ინტენსივობა უფრო მაღალია, ვიდრე განსახლების სისტემის დასახლების კავშირი მასში არშემავალ დასახლებებთან. კავშირების ინტენსივობა წარმოადგენს განსახლების სისტემის საზღვრებისა და განვითარების დონის განსაზღვრის ძირითად კრიტერიუმს. განსახლების სისტემის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს მონოცენტრიზმი, ე.ი. ცენტრის (როგორც წესი ქალაქის) არსებობა, რომლის გარშემო ყალიბდება განსახლების სისტემა.