| | |
1) ქორწინების რეგისტრაციის გაუქმების შედეგად საქორწინო წყვილების დაშლის პროცესი.
განქორწინება რთული სოციალური პროცესია. განქორწინების დონე განისაზღვრება მრავალი გარემოებით, რომელთა შორის წამყვანი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ქვეყნის საზოგადოებრივი განვითარების მოცემული ეტაპისათვის დამახასიათებელ სოციალურ-კულტურულ ნორმებს, ქორწინების გაბატონებულ ნორმებს, ქალის მდგომარეობას საზოგადოებაში, ოჯახის ცხოვრების წესს და სხვა. დიდი მნიშვნელობა აქეს აგრეთვე ქვეყანაში მოქმედ ქორწინების გაუქმებასთან (განქორწინებასთან) დაკავშირებულ კანონმდებლობას.
დემოგრაფია განქორწინებას განიხილავს როგორც მოსახლეობის საქორწინო და საოჯახო სტრუქტურის ფორმირების ფაქტორს, მის ურთიერთკავშირს სხვა დემოგრაფიულ პროცესებთან და მის გავლენას მოსახლეობის აღწარმოებაზე. დემოგრაფიას აინტერესებს არა ქორწინების გაუქმების ცალკეული შემთხვევები, არამედ ასეთ შემთხვევათა ერთობლიობა საქორწინო კოჰორტებში.
განქორწინების მაჩვენებლებად გამოიყენება განქორწინების სხვადასხვა სახის კოეფიციენტები, განქორწინების ცხრილები და სხვა.
განქორწინების ინტენსივობა, ჩვეულებრივ, ქალაქის მოსახლეობაში უფრო მაღალია, ვიდრე სოფლისაში; დიდ ქალაქებში უფრო მაღალია, ვიდრე მცირეში. განქორწინების დონის ზრდას ხელს უწყობს მოსახლეობის სტრუქტურაში სქესთა მკვეთრი დისპროპორცია, ჰეტეროგამური ქორწინებები, მეუღლეების ასაკს შორის დიდი განსხვავება, უნაყოფობა ან შეგნებული უშვილობა, მცირეშვილიანობა და სხვა.
2) ქორწინების გაუქმება
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |