მზაობა გარკვეული მოქმედებისათვის. არსებობს განწყობის განსხვავებული ცნებები: მოტორული განწყობა გულისხმობს ადამიანის მოტორული სისტემის მზაობას მოქმედებისათვის; ფსიქოლოგიური განწყობა – ცნობიერების მზადყოფნას ამა თუ იმ ფსიქიკური პროცესისათვის; სოციალური განწყობა – ადამიანის განსხვავებულ დამოკიდებულებას სოციალურ ფასეულობათა მიმართ, რის გამოც განსხვავებულია მათი სოციალური აქტივობაც. შემეცნებითი პროცესების შესწავლისას განწყობა გამოხატავს ფიქსირებული, რიგიდული წესით მოქმედების ტენდენციას.
დ. უზნაძის განწყობის ცნებაში იგულისხმება ინდივიდის „აწყობა“ ყოველგვარი აქტივობის განსახორციელებლად.