გა გე გვ გო
გად გამ გან გარ გაუ

განწყობა სოციალური

E. Social attitude(1); Social disposition(2)
Rus. Социальная установка
განწყობის ერთ-ერთი სახე, პიროვნების მთლიანი ფსიქოფიზიკური მდგომარეობა, რომელიც ადამიანს სოციალური მნიშვნელობის მქონე საქმიანობისკენ წარმართავს. შინაარსობრივი თვალსაზრისით, განწყობა სოციალურის თავისებურება ის არის, რომ იგი სოციალურ ფასეულობებზეა მიმართული. ადამიანს უმუშავდება განწყობა სოციალური მორალური ქცევის ნორმების, ტრადიციების, იდეოლოგიის და სხვა მატერიალურ და სულიერ ფასეულობათა მიმართ.

განწყობა სოციალურის ერთ-ერთი ძირითადი ფსიქოლოგიური თავისებურება ის არის, რომ იგი აღნიშნულ სოციალურ ფასეულობათა მიმართ პიროვნების ორგვარ (დადებით და უარყოფით) დამოკიდებულებაში ვლინდება – პიროვნებას ექმნება ტენდენცია შეიწყნაროს ან უკუაგდოს აღნიშნული ფასეულობანი, დაიცვას ისინი ან ებრძოლოს მათ.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9