ხა
ხაზ ხალ ხამ

ხაზი სიცოცხლისა

E. Life line
Rus. Линия жизни
ხაზი დემოგრაფიულ ბადეზე, რომელიც გამოსახავს ადამიანის სიცოცხლეს კალენდარული დროის კოორდინატებსა და კოჰორტის საკუთარ დროში. მოკვდაობის შესწავლისას ადამიანის სიცოცხლეს გამოსახავს დროისა და ასაკის კოორდინატებში, ხოლო სხვა დემოგრაფიული პროცესების შესწავლისას – ადამიანის ყოფნას ამა თუ იმ დემოგრაფიულ მდგომარეობაში დროისა და მდგომარეობის ხანგრძლივობის კოორდინატებში. ხაზი სიცოცხლისაზე წერტილებით შეიძლება იყოს აღნიშნული ადამიანის სიცოცხლეში მომხდარი სხვადასხვა დემოგრაფიული შემთხვევა – დაქორწინება, ბავშვის დაბადება, ქორწინების შეწყვეტა, გარდაცვალება. ამ წერტილების აბსცისები შეესაბამება ამა თუ იმ დემოგრაფიული შემთხვევის თარიღს, ხოლო ორდინატები – იმ ასაკს ან დემოგრაფიული მდგომარეობის ხანგრძლივობას, რომელშიც მოხდა ესა თუ ის შემთხვევა. ადამიანის ხაზი სიცოცხლისა მთავრდება გარდაცვალების წერტილით, რომლის აბსცისა შეესაბამება მისი გარდაცვალების თარიღს, ხოლო ორდინატა – გარდაცვალების ზუსტ ასაკს, ე.ი. ხაზი სიცოცხლისა შესაძლებლობას იძლევა ამა თუ იმ დემოგრაფიული შემთხვევის ორი კოორდინატით განისაზღვროს მისი მესამე კოორდინატი. მაგ., ადამიანის დაბადების თარიღისა და მისი გარდაცვალების თარიღის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს ზუსტი ასაკი, რომელშიც გარდაიცვალა ადამიანი. ანალიზისას საქმე აქვთ ხაზი სიცოცხლისა ერთობლიობებთან, რომლებიც თაობას მიეკუთვნება.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9