E. IsochronesRus. Изохрона ხაზი, რომელიც დემოგრაფიულ ბადეზე აერთიანებს ერთი და იგივე დროის მომენტში მომხდარ ადამიანთა ცხოვრების დემოგრაფიულ შემთხვევებს. იზოქრონა წარმოადგენს დიაგონალს, რომელიც იწყება კალენდარული ღერძის იმ წერტილში, რომელსაც შეესაბამება ესა თუ ის კალენდარული თარიღი. ყველა ადამიანი, რომელთა სიცოცხლის ხაზს კვეთს იზოქრონა, იმყოფება მოცემულ დემოგრაფიულ მდგომარეობაში (იმყოფებიან ქორწინებაში, გააჩინეს ბავშვების გარკვეული რაოდენობა და ა.შ.) ერთი და იგივე დროის მომენტისათვის, ე-ი. ისინი თანამედროვეებს წარმოადგენენ. იზოქრონის დახმარებით ადვილად შეიძლება შემთხვევის თარიღიდან ასაკზე ან მდგომარეობის ხანგრძლივობაზე გადასვლა, რომელშიც ეს შემთხვევა მოხდა და პირიქით.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)