ხა
ხაზ ხალ ხამ

ხაზი ასაკისა

E. Age line
Rus. Линия возраста
ხაზი დემოგრაფიულ ბადეზე, რომელიც აერთიანებს გარკვეულ დემოგრაფიულ მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლივობის ამა თუ იმ მნიშვნელობათა მიღწევის მომენტებს. მაგ., ასაკის ერთნაირი მნიშვნელობა; ქორწინების ხანგრძლივობა მისი შეწყვეტის მომენტში; წლების რაოდენობა, რომელიც გავიდა პირველი და მეორე ბავშვის დაბადებას შორის და ა.შ. ხაზი ასაკისა წარმოადგენს ჰორიზონტალს, რომელიც იწყება ორდინატთა ღერძზე წერტილში, რომელიც შეესაბამება ასაკის ან მდგომარეობის ხანგრძლივობის ამა თუ იმ მნიშვნელობას. ადამიანები, რომელთა სიცოცხლის ხაზს კვეთს ერთი და იგივე ხაზი ასაკისა არიან ტოლები.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9