გა გე გვ გო
გად გამ გან გარ გაუ

გარდაცვლილთა ერთობლიობა

E. Number of deaths
Rus. Совокупность умерших
დემოგრაფიულ სტატისტიკაში ანსხვავებენ გარდაცვლილთა ერთობლიობის სამ ძირითად სახეს. პირველი სახის ერთობლიობას განეკუთვნებიან ისინი, რომლებიც დაიბადნენ რომელიმე პერიოდის მანძილზე და გარდაიცვალნენ ასაკის გარკვეულ ინტერვალში. გარდაცვლილთა ერთობლიობის მეორე სახე აერთიანებს გარკვეულ პერიოდში დაბადებულებიდან დროის რომელიმე შუალედის მანძილზე გარდაცვლილებს, ხოლო გარდაცვლილთა ერთობლიობის მესამე სახე – ასაკის გარკვეულ ინტერვალში რომელიმე კალენდარული პერიოდის მანძილზე გარდაცვლილებს.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9